воскресенье, 5 октября 2014 г.

IX დღე

დღეს ტრენინგის ბოლო დღეა. დავამთავრე პროექტის პორტფოლიოზე მუშაობა. ვისწავლე როგორ ავტვირთო ფოსტაზე, შემდეგ ბლოგერზე, შევაჯამეთ განვლილი ტრენინგები , თუ რა ვისწავლეთ ამ ხნის განმავლობაში,რა იყო მნიშვნელოვანი და საკვანძო. რომ დიდი  მნიშვნელობა აქვს პროექტებით სწავლებას და პროექტის თითოეული ეტაპს.მადლობა ტრენერს გულისხმიერებისა და უშუალობისათვის.

воскресенье, 14 сентября 2014 г.

VI-ე დღე

დღეს განვიხილეთ შეფასების გამოყენება სწავლის გაუმჯობესებისათვის,განვიხილეთ ბმულში შეფასების სტრატეგიები,  გავეცანით მოსწავლის ნამუშევრებს , დავიწყეთ სავარაუდო ნაშრომის შექმნა სლაიდის სახით. ვფიქრობ რომ  თვალსაჩინო მოდელის ნახვა თითოეულ მოსწავლეს ნამდვილად სჭირდება ,სლაიდზე მუშაობა კი მოსწავლეს მეტად გაუღრმავებს ინტერესს სწავლისადმი.

суббота, 13 сентября 2014 г.

V დღე

დღეს განვიხილე შეფასების სხვადასხვა მეთოდები, შევისწავლეთ შეფასების ფორმები და მიზნები. ვისწავლე პროექტზე მუშაობისას როგორ შევადგინოთ შეფასების გეგმა, რომელიც შედგება 3 ნაწილისაგან: მუშაობის დაწყებამდე, მუშაობის პროცესში და დასრულების შემდეგ. შევიმუშავე შეფასების გეგმა ჩემი პროექტისათვის და დავწერე შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი. დღევანდელი დღე საკმაოდ დატვირთული იყო , მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანი. 

пятница, 12 сентября 2014 г.

IV დღე

დღეს გავეცანი მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს,განვიხილე თუ რა მნიშვნელოვანია საკვანძო კითხვები პროექტის დაწყების დროს. ვისწვლე ძირითადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების წერა. მომეწონა ზოგადი კითხვის დასმა დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ცნობისმოყვარეობას აღძრავს. საინტერესოა რომ ერთი და იგივე ზოგად კითხვებს აქვს სხვადერაასხვა თემატური კითხვა. ვისწავლე შაბლონში მიზნებისა და შედეგების ჩაწერა . დავიწყე აქტივობების ჩაწერა.

воскресенье, 7 сентября 2014 г.

III დღე

დღეს დავასრულეთ პროექტის ბუკლეტი .მოვიძიეთ სურათები ინტერნეტში. ვისწავლეთ მათი შენახვა,შემდეგ  ბუკლეტში ჩასმა. დავიწყეთ პროექტის შაბლონზე მუშაობა. ვისწავლეთ სასწავლოპროექტებში სტანდარტების გათვალისწინება, მოვიძიეთ ეროვნულ გეგმაში სტანდარტები , ინდიკატორები და ჩავსვით პროექტის შაბლონში.

суббота, 6 сентября 2014 г.

II დღე

დღეს შევისწავლეთ პროექტის პორტფოლიოს შექმნა,მახასიათებლების ჩეკლისტი, პუბლიკაციის ჩეკლისტი,მომეწონა ბუკლეტის შექმნა ვფიქრობ პროექტზე მუშაობას უფრო საინტერესოს გახდის.

пятница, 5 сентября 2014 г.

I დღე


დღეს გავეცანი ინტელის კურსს , მიზნებს, სახელმძღვანელოს .მომეწონა სახელმძღვანელო,ადვილად მოსაძებნია მასალა. მომეწონა ჩანიშვნების გვერდი. ჯგუფებში განვიხილე 21–ე საუკუნის უნარ–ჩვევები.ნამდვილად საჭიროა ამ უნარების განვითარება.  გავეცანი 1 მოდულს: პროექტის შექმნას  . პროექტები საკმაოდ ვრცელია  იმედია ადვილად გავიგებთ.